თბილისში 8 ოქტომბერს სუამის იუბილეს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerშემოდგომის დასაწყისი
შემოდგომის დასაწყისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუამის საიუბილეო სხდომის შედეგების მიხედვით დეკლარაცია გაფორმდება

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. 8 ოქტომბერს მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან თბილისს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია სუამის შექმნის 20 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველო წელს სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, წელს ჩვენ აღვნიშნავთ სუამის ინიციატივის დაწყებიდან 20 წლის იუბილეს, და საქართველოში ველოდებით სამ ჩემ კოლეგას — მოლდოვის, უკრაინისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათთან ერთად ამ ორგანიზაციის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას აღვნიშნავთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

სუამის საიუბილეო სხდომის დღის წესრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჟურნალისტებს მხოლოდ ის აცნობეს, რომ შეხვედრის შედეგების მიხედვით ერთობლივი დეკლარაციის მიღება იგეგმება.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ევროკავშირის 28 ქვეყნის ელჩები საქართველოს რეფორმებს ეცნობიან

სუამი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაციაა. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამი.

ბოლო შეხვედრა სუამის ფარგლებში 2017 წლის მარტში კიევში საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა.

წესდების მიხედვით, სუამის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება, ევროინტეგრაციის გაღრმავება, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართეობა, სოციალურ-ეკონომიკური, სტრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება, ურთიერთინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის აქტივიზაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0