ყაზანში ხინკლის ჭამის ჩემპიონატი გაიმართება

გამოწერა
გამარჯვებულმა ორ წუთში რაც შეიძლება მეტი ხინკალი უნდა შეჭამოს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თათრეთის დედაქალაქში 3 ნოემბერს ხინკლის ჭამის ჩემპიონატი გაიმართება, ნათქვამია ქალაქის პორტალ eKazan-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემპიონატის მონაწილეებს ეტაპობრივად არჩევდნენ. შესარჩევი ტურების გამარჯვებულებმა მთავარ „ბრძოლაზე“ მოსაწვევები მიიღეს. გამარჯვებულის პრიზი — საქართველოში ორკაციანი მოგზაურობაა.

ჩემპიონატის მონაწილეებმა 2 წუთში ხინკლების მაქსიმალური რაოდენობა უნდა შეჭამონ. მონაწილეებმა ხინკალი ქართულ ტრადიციისამებრ უნდა მიირთვან: უნდა ჭამონ ხელით, თანაც აკურატულად, რათა ხინკლის წვენი არ დაიღვაროს. თეფშზე კი მხოლოდ ხინკლის „კუჭები“ უნდა დარჩეს.

სავარაუდოდ, საქართველოში მოგზაურობისთვის ფინალში 15 პრეტენდენტი იბრძოლებს.

ყველა ახალი ამბავი
0