თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ზვიად წიკლაურმა და ალექსი დავითაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ქალაქ ოლბიაში დასრულდა, ნათქვამია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
100 კილოგრამ ზემოდ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად წიკლაური 35-დან 39 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში უძლიერესი ძიუდოისტი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელ სირილ კაბას სძლია.
© Facebook / International Judo Federationძოუდო. ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ალექსი დავითაშვილი
ძოუდო. ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ალექსი დავითაშვილი
© Facebook / International Judo Federation
კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონოსანი ალექსი დავითაშვილი გამარჯვებული 40-44 ასაკობრივ კატეგორიაში გახდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან იტალიელ კარლო სკონიამილიოს აჯობა.