„პატრიოტები" რუსეთიდან დაბრუნდნენ: შედეგები მოგვიანებით გასაჯაროვდება

© photo: Sputnik / STRINGERადა მარშანია
ადა მარშანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერების განცხადებით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს დაკარგული ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" სამშობლოში რუსეთიდან დაბრუნდნენ, სადაც პარლამენტარებთან შეხვედრები გამართეს.

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ რუსეთის სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე დსთ-ის საკითხებში სერგეი კალაშნიკოვთან და საერთაშორისო საკითხებში ფედერაციის კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვთან გამართეს შეხვედრები.

„ბატონი კალაშნიკოვის გარდა, ჩვენ შეხვედრა გვქონდა ფედერაციის საბჭოში. დელეგაციას ბატონი კოსაჩოვი ხელმძღვანელობდა… ჩვენ აბსოლუტურად კოლეგიალურად ვსაუბრობთ", — განაცხადა მარშანიამ ჟურნალისტებთან.

ლეონიდ კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
კალაშნიკოვი: საქართველოს მოქალაქეები საქართველოსა და რუსეთის დაახლოებას ემხრობიან

კითხვაზე, როდის ეწვევიან რუსი პარლამენტარები საქართველოს, მარშანიამ უპასუხა, რომ კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

„ჩვენ იქ წავედით, რათა წამოვწიოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა. სხვა მასშტაბებით იაზროვნეთ. შეხვედრები იყო. რატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან?", — განაცხადა ლომიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან.

როგორც მან განმარტა, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს დაკარგული ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

„ყველა, ვინც ხელს შეუშლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, მოღალატეებად უნდა გამოვაცხადოთ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ჩვენ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე. თუ საჭირო იქნება ჯოჯოხეთში წასვლა, შენ უნდა წახვიდე, თუ გინდა ამ შეხვედრიდან რაიმე შედეგს მიაღწიო", — განაცხადა ლომიამ.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ოპოზიციონერების საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი: მოსკოვში ცალკეული შეხვედრები პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ჩაატარა.

შეხვედრების დეტალები 9 ოქტომბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდება.

„პატრიოტთა ალიანსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დახვდნენ ბანერებით "სირცხვილი". მათი სიტყვებით, საქართველოს ტერიტორიული პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გათვალისწინებით, მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ოფიციალურმა თბილისმა უნდა აწარმოოს.

ოპოზიციონერები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში 150-დან 6 ადგილი უჭირავთ, რუსეთში საკუთარი ინიციატივით მიდიან.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სკეპტიკურად უყურებს

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0