ირაკლი ჩიქოვანი: „ეს იქნება სამი მხატვრის ერთობლივი გამოფენა“
„გამოფენაზე ჩვენს მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 60 ნამუშევარი გამოიფინება“- განუცხადა “Sputnik-საქართველოს“ ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი — მხატვარი, დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 2017 წელს მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა თეატრის, ქორეოგრაფიის, კინოსა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, მიღებულ აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში: ბარსელონაში „Centro Civico Barcelona”; ნიუ-იორკის „Cadena gallery”-ში; “Emmanuel fremin gallery“-ში და სხვ. მხატვრის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციაში: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.