Invictus Games-ში გამარჯვებული ქართველი სამხედროები 2000 ლარით დაჯილდოვდებიან

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველო სამხედროები Invictus Games-ზე
ქართველო სამხედროები Invictus Games-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში" სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. კანადაში საერთაშორისო პარაპლიმპიურ სპორტულ თამაშებში Invictus Games („ძლიერთა თამაშები") გამარჯვებული ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე ფულადი პრემიებით დაჯილდოვდება, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
პრინც ჰარის ფოტო ქართველ სამხედროებთან და „ძლიერთა თამაშების“ გახსნა – ვიდეოკადრები

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში" სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი.

Invictus Games-ი, რომლის მონაწილეებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები არიან, გაერთიანებულ სამეფოს პრინც ჰარის ორგანიზებით, 2014 წელს დედოფალ ელიზავეტ მეორის ოლიმპიურ პარკში დაფუძნდა.

„მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია ცხრავე გამარჯვებულს გადაეცეს. ეს იქნება მათთვის წამახალისებელი და კარგი მოტივაცია იმისათვის, რომ მომავალშიც გაგვახარონ მსგავსი წარმატებით", — აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

როგორც თავდაცვის სამინსიტროში აღნიშნავენ, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0