თუშეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა, ჩარჩენილი არიან ტურისტები

© photo: Tusheti National Park / FBთუშეთის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოსული, რის გამოც ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლევან სულაკაური ავრცელებს.

ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ დაუდასტურა.

გამგებლის განცხადებით, გზაზე თოვლი არ არის, მაგრამ რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოწოლილი.

„საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე მუშაობენ ამ გზაზე. ხევში იცის პატარ-პატარა ზვავები. ნისლის მიუხედავად მაინც მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის ტურისტები იმყოფებიან თუშეთში. ვინაიდან საავტომობილო გზა არ არის აღდგენილი ვაფრთხილებთ ყველას, რომ სანამ გზა მთლიანად არ აღდგება არავინ არც წავიდეს და არც  იქედან წამოვიდეს ვინმე“, — განაცხადა გამგებელმა.

კახოიძის განცხადებით ამ ეტაპზე ზვავის გამო არავის საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გზას, გამგებლის ვარაუდით დღეს საღამოს გზა აუცილებლად გაიწმინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0