იტალია საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყანად აღიქვამს

© photo: Sputnik / STRINGERრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო თბილისში ვიზიტისას მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტომ საქართველოს რეგიონის მიმზიდველი ეკონომიკური ცენტრი უწოდა.

სკალფაროტო საქართველოში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაშია მსხვილი იტალიური კომპანიების წარმომადგენელი 40 ბიზნესმენი. თბილისში ის ოთხშაბათს ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმს გახსნის.

"მოხარული ვარ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება — ეს არის ძალიან მიმზიდველი ეკონომიკური ცენტრი და დემოკრატიისა და სტაბილურობის კუნძული, ამ ტურბულენტურ გარემოსა და სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში — აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე", — განაცხადა სკალფაროტომ მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ვახშამზე.

ანდრეი მაქსიმოვი - Sputnik საქართველო
აუტისტი შვილის ხათრით საქართველოში დაფუძნებული ბიზნესმენი და მეორე შანსი ცხოვრებაში

სტუმრებს ვახშამზე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობიანი მთავრობა და რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა. მიუხედავად ჩვენი გამოწვევებისა, ჩვენ ვაფასებთ იმ სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ და გვესმის ქვეყნის განვითარებისთვის ამ სტაბილურობის მნიშვნელობა. ასე რომ, მივესალმებით თქვენს ჩამოსვლას საქართველოში და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას იტალიასთან", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გუშინ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და იტალია წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. სკაფაროტომ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს ყველა მიმართულებით უჭერს მხარს.

საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს.

ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. იტალიის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის ყოველ წელს აწესებს სტიპენდიას და ატარებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამებს.

ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები 2004 წლიდან პერიოდულად იმართება. პრიორიტეტებია მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

 

ყველა ახალი ამბავი
0