რა საკითხებზე ისაუბრებენ პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა
„მოლაპარაკება, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებაზე და საუბარია ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება.