ამინდი საქართველოში: +25 გრადუსამდე დათბება

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში
მეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში 21 გრადუსამდე სითბო იქნება, დასავლეთში - 25-მდე.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები გამოდარებას გვპირდებიან — უახლოეს დღეებში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე აიწევს.

ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. წვიმა და ნისლი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშია მოსალოდნელი, თოვლი — მაღალმთიანეთში. დღისით, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 — პლუს 4, დღისით — 10-13 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 15-20. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 2 — პლუს 3, დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, დღისით, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 17.

პარასკევი, 6 ოქტომბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 23-25. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — პლუს 1, დღისით — 16-21 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — პლუს 1, დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.

თბილისში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით 6 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 19.

 

ყველა ახალი ამბავი
0