საქართველოს პრეზიდენტის კულტურული პროგრამა ლისაბონში

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი გრასას მონასტერში
გიორგი მარგველაშვილი გრასას მონასტერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი ეწვია მონასტერს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო ინახება

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია გრასას მონასტერს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო ინახება, ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ლისაბონში ოფიციალური ვიზიტით მეორე დღეა იმყოფება. მარგველაშვილი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რობელო დე სოუზას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას შეხვდა.

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია, რომელიც მარგველაშვილმა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, სექტემბრის ბოლოს დასრულდა.

12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლის პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისათვის.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. 10 წლის მძევლად ყოფნის შემდეგ სპარსეთში ქეთევან დედოფალს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც დედოფალმა უარი თქვა. ამის გამო ის წამებით მოკლეს.

საქართველო ეკლესია რელიგია მართლმადიდებლობა - Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშია

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები სხვადასხვა დროს ინდოეთში ეძებდნენ.

ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო - Sputnik საქართველო
პორტუგალიაში დასრულდა პანოს რესტავრაცია, რომელზეც ქეთევან დედოფლის წამებაა გამოსახული

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

კულტურული პროგრამის ფარგლებში მარგველაშვილმა პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს მუზეუმის დირექტორმა ანტონიო ფილიპე პიმენტალმა უმასპინძლა და პორტუგალიური ხელოვნების უძველესი ნიმუშები გააცნო.

 

ყველა ახალი ამბავი
0