მელითაური: მგონია, რომ იმ დღეს განო მელითაური დამთავრდა, ძველი განო გაჰყვა კოტეს
„მგონია, რომ იმ დღეს განო მელითაური დამთავრდა. ძველი განო გაყვა კოტეს და ახალი განოს დაბადების ეტაპი მაქვს ეხლა. მეთოდურაც ვცდილობ, რომ თავიდან გამოვძერწო ჩემი თავი“, ამბობს მელითაური.
განოს და კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ. კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. განო დღეს მთლიანად შვილებზეა ორიენტირებული, მისი თქმით მომავალი გეგმები ბავშვების სურვილების მიხედვით განვითარდება.