პრეზიდენტს ვეტოს თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად 8 დღე რჩება

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი
დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ყველასთან ღია უნდა იყოს, მიაჩნია პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს.
პრეზიდენტს ვეტოზე გადაწყვეტილების მისაღებად 8 დღე რჩება

„მაინც საჭირო არის დიალოგი „ქართულ ოცნებასთან", რომ იქნებ ჩვენ მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც მოემსახურება არა „ქართულ ოცნებას", არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ღია უნდა იყოს ყველასთან " — განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2 —ის ეთერში.

ქვეყნის პირველ პირს 8 დღე რჩება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0