ეკა ბესელია "2013 წლიდან დღემდე წამების არც ერთი ფაქტი არ გვქონია"

გამოწერა
2013 წლიდან დღემდე საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არც ერთი წამების ფაქტი არვ გვქონია, განუცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ტელეკომპანია იმედს.
ეკა ბესელია „2013 წლიდან დღემდე წამების არც ერთი ფაქტი არ გვქონია“

„პრაქტიკულად შევცვალეთ პატიმრობის შესახებ კოდექსი და ევროსაბჭოს რეკომენდაციებით შევიტანეთ სრულიად ახალი სტანდარტები. ცვლილებით გამკაცრდა სანქციები წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების დანაშაულებებზე." — აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია დღეს ფონდმა ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ ციხეებში არსებულ მდგომარეობის შესახებ კვლევა წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია იმაზე თუ რა უნდა.გაკეთდეს ქვეყანაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრისა და პრევენციისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0