საერთაშორისო ფორუმის "ციტრუსების ექსპორტი 2017" ფარგლებში ბათუმში აგროგამოფენა გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ათვალიერებდნენ ღონიძიების სტუმრები საგამოფენო სტენდებს.
ათობით კომპანიამ და კერძო პირმა წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია ბათუმში გამართულ აგროგამოფენაზე, რომელიც საერთაშორისო ფორუმის "ციტრუსების ექსპორტი 2017" ფარგლებში გაიმართა. რამდენიმე დღიან მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც აჭარის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაცნობა შესთავაზეს. გამოფენას დაესწრო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ღონისძიება მიმართულია აჭარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისკენ.