"თელასი" — თბილისის ელექტრომომმარაგებელი კომპანია 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში კომპანიის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიის კადრები.
კომპანიის ისტორია 1937 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს დედაქალაქის მერიამ დააარსა თბილისის ელექტრო ქსელების მმართველი კომპანია — "თბილელექტროქსელი" (შემოლებით "თელასი"). კომპანიას ორი ფუნქცია დაეკისრა — ტექნიკური და კომერციული. იმ პერიოდში "თელასი" ელექტროენერგიას გენერაციის მხოლოდ ერთი ობიექტიდან — ზაჰესიდან ღებულობდა. 2003 წლის სექტემბერში თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" აქციების 75%-ის მფლობელი გახდა კომპანია "ინტერ რაო", 25% კი სახელმწიფოს საკუთრებაშა.

კომპანიის ისტორია 1937 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის მერიამ დააარსა თბილისის ელექტრო ქსელების მმართველი კომპანია - "თბილელექტროქსელი" (შემოლებით "თელასი"), რომელსაც ორი ფუნქცია დაეკისრა - ტექნიკური და კომერციული

2/12
© photo: Sputnik
თბილისის ელექტროქსელების განვითარება XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ საქართველომ გრძელი გზა გაიარა ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში - შენდებოდა ახალი სითბური და ჰიდროელექტროსადგურები, მაღალვოლტაჟიანი ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები, ვითარდებოდა ქალაქების ელექტროქსელი

უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით 2000 წლიდან საქართველოს ენერგოსექტორმა განვითარების ახალი ეტაპი დაწყო. 2003 წლის სექტემბერში "თელასის" აქციების 75%-ის მფლობელი გახდა კომპანია "ინტერ რაო"

4/12
© courtesy of Telasi
დღეს კომპანია "თელასი" ემსახურება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მის ახლოს მდებარე ქალაქებსაც - ჯამში დაახლოებით 600 ათას აბონენტს. თბილისი წელიწადში მოიხმარს 2,5 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება. თბილისის ელექტრო ქსელების ჯამური მანძილი ხუთი ათას კილომეტრზე მეტია

დღეს "თელასში" დაახლოებით ორი ათასი ადამიანი მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელობა და წამყვანი თანამშრომლები მიწვეულები იყვნენ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში გაიმართა

"თელასის" 80 წლის იუბილეს ეწვია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი (ფოტოზე ცენტრში)

თბილისის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანია "ინტერ რასოს" საქმიანობის პერიოდში ინვესტიციებმა, რომლებიც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის განვითარებისთვის განხორციელდა, 350 მილიონი ლარი შეადგინა

"კომპანიის მუშაობა მომავალშიც მიმართული იქნება გამანაწილებელი ქსელის სრულყოფისა და განვითარებისკენ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით საიმედო ენერგომომარაგებით უზრუნველყოფისკენ

ღონისძიებაზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი კომპანიის შესახებ

კომპანია "ინტერ რაოს" ხელმძღვანელობა "თელასს" იუბილეს ულოცავს

კომპანია "თელასს" თბილისში დღეისათვის ეკუთვნის ქსელები ძაბვით 0,4-110 კვ, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები, სატრანსფორმატორო ქვესადგურები. სს "თელასი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრომომმარაგებელი კომპანიაა

კომპანიის იუბილეზე "თელასის" საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ, ასევე სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ყველაზე უფროსმა თანამშრომლებმა, რომლებიც უკვე პენსიონრები არიან