საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარე თამაშის დაწყებამდე გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა მამინაშვილი 31 წლის იყო

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი მატჩის დაწყებამდე გარდაიცვალა, იტყობინება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).

ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასა" და „ზუგდიდს" შორის „მცხეთა პარკზე" 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა უბედური შემთხვევის გამო შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო, რადგან თამაშის დაწყებამდე გასახურებელ ვარჯიშზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა.

გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შოთა მამინაშვილი 31 წლის იყო. შოთა მამინაშიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის „დინამოში" აქვს გატარებული და „ზუგდიდს" მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. სხვადასხვა დროს თამაშობდა „მაჭახელასა" და ქობულეთის „შუქურას" შემადგენლობაში.

სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0