რეფერენდუმი კატალონიაში: პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს

© photo: Sputnik / Aleksej Vitvickij / გადასვლა მედიაბანკშიკატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ტარდება

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ესპანურმა პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებსაც კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობა სურდათ, იუწყება Sputnik Mundo ბარსელონაში მომხდარი მოვლენების თვითმხილველზე დაყრდნობით.

ინციდენტი საარჩევნო უბანზე მოხდა, რომელიც მეტროსადგურ Monumental-თან ახლოს მდებარეობს.

კატალონიის ჯანდაცვის სამინისტრო პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 38 დაჭრილის შესახებ იუწყება.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც დასისხლიანებული ადამიანები ბარსელონას საჯარო შენობების კიბეებზე ხსედან, ასევე არსებობს კადრები, სადაც პოლიციელები ხელკეტების დახმარებით უბნებზე მოსულ ადამიანების დაშლას ცდილობენ.¿Esta es vuestra "victoria" @marianorajoy? #NoEnMiNombre pic.twitter.com/5HHbgRu6Ja

კატალონიის ხალისუფლებამ ესპანეთის ხელისუფლებას რეფერენდუმის დღეს "რეპრესიების და ძალადობის" ესკალაციაში ადანაშაულებს და კატალონიაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის, ენრიკე მილოს დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

Sputnik Mundo კატალონიიდან პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებს >>

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც ესპანური მთავრობა არ აღიარებს და რომლის ჩატარება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაიბლოკა, დილის 9 საათზე დაიწყო. პოლიციამ განაცხადა, რომ 2315 —დან უბნების უმეტესობას აკონტროლებს. რამდენიმე უბანზე ადამიანებს ჩამოართვეს დოკუმენტები, პოლიციასა და ხმის მისაცემად მისულ ადამიანებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 70%-ზე მეტი გახსნილია, დაჭრილების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი მთავრობაში არ გაუკეთებიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0