კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დაიწყო

© REUTERS / Susana Veraრეფერენდუმი კატალონიაში
რეფერენდუმი კატალონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე საარჩევნო უბანზე პოლიცია ადამიანებს უბნის შენობაში არ უშვებს, დაიწყო შეტაკებები

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. კატალონიაში დაიწყო რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობა რეგიონის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, იუწყება „Sputnik-ბელარუსი".

უბნების გახსნამდე ორი საათით ადრე ბარსელონის თავზე ესპანეთის ეროვნული პოლიციის ვერტმფრენი გამოჩნდა. დილის 9 საათზე ესპანურმა პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო უბნებზე შეჭრა დაიწყო და ამას ადგილობრივი პოლიციის არყოფნით ხსნიდა.

მანამდე ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 1 ოქტომერს დამოუკიდებლობის საკითხზე კენჭისყრის თაობაზე შეაჩერა ყველა დოკუმენტის მოქმედება, რომელიც ჟენერალიტეტმა და კატალონიურმა პარლამენტმა მიიღო. ამგვარად, მადრიდის თვალსაზრისით, რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიური ხელისუფლების ყველა შემდგომი მოქმედება უკანონოა, ესპანეთის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ რეფერენდუმს არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

თავის მხრივ, კატალონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კატალონიის ხელისუფლება იძლევა გარანტიას, რომ ამ რეგიონის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კვირას გაიმართება, მიუხედავად მადრისის წინააღმდეგობისა.

გამოკითხვების თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობას ავტონომიური მხარის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, 49% კი წინააღმდეგია. რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს კატალონიელთა 80%, თუმცა მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ჩატარება მადრიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული უნდა იყოს.

გრასიას რაიონში ერთ-ერთი სკოლის წინ, რომელშიც საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, კენჭისყრის დაწყების მოლოდინში ათასამდე ადამიანის რიგი დადგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0