დიდი ფეხბურთის ცნობილი ვეტერანი ვარსკვლავების მატჩი გაიმართა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონ "დინამო არენაზე". იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში თავმოყრილი საუკეთესო სურათები GFF XI და WORLD XI გუნდებს შორის გამართული მატჩიდან.
სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩი იხილა. თამაში დასრულდა ანგარიშით 5:6 გუნდის WORLD XI სასარგებლოდ. ამხანაგური მატჩი საქველმოქმედო იყო, მისმა შემოსავალმა 403 ათას ლარზე მეტი შეადგინა. თანხა ხანძრისგან დაზიანებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

1/25
© photo: Sputnik / STRINGER
მსოფლიო ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა თბილისში საქველმოქმედო მატჩი გამართეს

2/25
© photo: Sputnik / STRINGER
"დინამო არენაზე" მისულმა მაყურებელმა იხილა ფეხბურთელები, რომლებსაც მოგებული აქვთ მსოფლიო ჩემპიონატები, უეფას ჩემპიონთა ლიგები, ნაციონალური პირველობა და სხვა მრავალი ჯილდო

3/25
© photo: Sputnik / STRINGER
გუნდმა WORLD XI დაამარცხა გუნდი GFF XI ანგარიშით 6:5

4/25
© photo: Sputnik / STRINGER
რათქმაუნდა, მოედანზე სისწრაფე იმდენად აღარ იგრძნობოდა, მაგრამ ფეხბურთელების ოსტატობა არსად გამქრალა

5/25
© photo: Sputnik / STRINGER
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, ბურთისათვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა

6/25
© photo: Sputnik / STRINGER
პირველ ნახევარში WORLD XI ოთხი გოლით უპირატესობით სარგებლობდა

7/25
© photo: Sputnik / STRINGER
გუნდა GFF XI კი პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლო

8/25
© photo: Sputnik / STRINGER
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდის GFF XI ფეხბურთელებმა რამდენიმე გოლი გაიტანეს

9/25
© photo: Sputnik / STRINGER
გუნდმა GFF XI მეორე ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეძლო მეტოქის კარში

10/25
© photo: Sputnik / STRINGER
თუმცა მატჩი ფრედ არ დამთავრებულა

11/25
© photo: Sputnik / STRINGER
გამარჯვების გოლი WORLD XI ფეხბურთელებმა ტაიმის მიწურულს გაიტანეს

12/25
© photo: Sputnik / STRINGER
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გაიმარჯვა მეგობრობამ

13/25
© photo: Sputnik / STRINGER
საქველმოქმედო მატჩზე გაყიდული ბილეთების ჯამმა 300 ათასი ლარი შეადგინა

14/25
© photo: Sputnik / STRINGER
ამ თანხას დაემატა 102 ათას 871 ლარი, 2018 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩის - საქართველოსა და ირლანდიას შორის - გაყიდული ბილეთების ჯამური ფასი

15/25
© photo: Sputnik / STRINGER
გამოყოფილი თანხები ხანძრისგან განადგურებულ ბორჯომის ტყეს მოხმარდება

16/25
© photo: Sputnik / STRINGER
მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ მეკარეები: სებასტიან ფრეი და დიდა; პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო; ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე; თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

17/25
© photo: Sputnik / STRINGER
GFF XI გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო. მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი; მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე; ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი; თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

18/25
© photo: Sputnik / STRINGER
მონაწილეთა უმეტესობა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის მეგობარი იყო

19/25
© photo: Sputnik / STRINGER
თბილისში ჩამოსული 18 ფეხბურთელი სხვადასხვა წლებში მილანში თამაშობდა. 12 ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი იტალიის ჩემპიონატში გაატარა. გუშინ მოედანზე გამოსულ მხოლოდ ორ ფეხბურთელს არ უთამაშია ჩემპიონატში "სერია A"

20/25
© photo: Sputnik / STRINGER
ფინალური სასტვენი და თამაში დასრულდა ანგარიშით 6:5 მსოფლიო ნაკრების სასარგებლოდ

21/25
© photo: Sputnik / STRINGER
მსოფლიო ფეხბურთელებს შორის გამართული მატჩი დიდხანს დაამახსოვრდება ყველა გულშემატკივარს

22/25
© photo: Sputnik / STRINGER
მატჩზე მისული მაყურებლები სანახაობით კმაყოფილები იყვნენ - ეს ხომ ვარსკვლავების ნამდვილი შოუ იყო

23/25
© photo: Sputnik / STRINGER
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკუთარი კუმირის ჩახუტებაც კი შეძლო

24/25
© photo: Sputnik / STRINGER
თუმცა შემდეგ "დამნაშავე" დაცვამ მოედნიდან გაიყვანა

25/25
© photo: Sputnik / STRINGER
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო თამაშში და ფოტოები გადაიღო მეგობრებთან მატჩის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევად მიიჩნევს