ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს დატოვების შესახებ განაცხადა

© FB / Alexander Elisashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკრებულოს დატოვებისკენ თავის კოლეგებსაც მოუწოდებს

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).

პარასკევს თბილისის საკრებულოს სხდომა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, დედაქალაქის საკრებულომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, კერძო კომპანიისათვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ. ოპოზიცია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს და თბილისის მიწების ბიძინა ივანიშვილისათვის მიყიდვას უწოდებს.

საკრებულოდან წასვლის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემის, „განსხვავებული აქცენტების" ეთერში შაბათს განაცხადა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს დატოვებისკენ თავის კოლეგებსაც მოუწოდა.

თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
„პოლიტიკური იდიოტიზმი თუ შეთქმულება კალაძის წინააღმდეგ“

„მე ღიად და საჯაროდ ვამბობს, რომ მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და თბილისის საკრებულოს აპარატს ჩავაბარებ და მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ დავტოვოთ. სხვათა შორის, მოვუწოდებ, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, დავტოვოთ, გუშინდელის შემდეგ უბრალოდ უფლება არ გვაქვს დარბაზში შესვლის", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება მორალური ნაბიჯი, რათა, როგორც საკონსტიტუციო კომისიის შემთხვევაში, მარტო დარჩა მმართველი გუნდი, ახლაც ასე მოხდეს და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისას ისევ მარტო დარჩეს.

ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. კანონმდებლობის შესაბამისად, მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

მერის პოსტისთვის ბრძოლას აპირებენ ასევე კახა კალაძე ("ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"), ზაალ უდუმაშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი ("შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი ("საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", "თავისუფალი საქართველო"), გიორგი ვაშაძე — ("ახალი საქართველო").

 

ყველა ახალი ამბავი
0