თბილისში ქალს ავტომობილი დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში „აგროჰაბის" მიმდებარე ტერიტორიაზე ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" (Rustavi 2).

დაშავებული ქალბატონი „ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მომხდარზე გამოძიება სისხლისს სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0