ზუგდიდში ქვის საამქრო დააყაჩაღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ავტომანქანა
პოლიციის ავტომანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედებმა საამქროდან გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

გავრცელებული ინფორმაციით, საამქრო დაჯგუფება „ტყის ძმების" ყოფილ მეთაურს დავით შენეგელიას ეკუთვნის.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს. თავად დავით შენგელია კი საზღვარგარეთ იმყოფება. ყაჩაღობის შესახებ მან ჟურნალისტებისგან შეიტყო.

„ახლა ერევანში ვიმყოფები, ჩემთვის უცნობია ყაჩაღობის ფაქტი. სხვა დეტალებს როცა გავარკვევ აუცილებლად შეგატყობინებთ", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შენგელიამ.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიბა 179- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისულფელბის აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0