თბილისში მეექვსე „სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართა

© FB / Iliauniილიაუნი 11 წლისაა - სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნი 11 წლისაა - სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეექვსე სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი საქართველოში პირველი და დღეს უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად, ღია ცის ქვეშ იმართება.

საქართველოში „სამეცნიერო პიკნიკი” პირველად 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა. ღონისძიების ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. სამეცნიერო პიკნიკის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის მერიამ, პოლონეთის საელჩომ საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პოლონური წარმატებული მოდელის მიხედვით გაკეთდა, რომელიც ვარშავაში წელს უკვე მეოცედ იმართება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით.

სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დღეს ვაკის პარკში ჩატარდა. პროექტის შესახებ „sputnik საქართველო“ ღონისძიების ორგანიზატორს ნატო სამხარაძეს ესაუბრა.

© FB / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

— ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც ამ კუთხით პირველად ჩატარდა საქართველოში.  ვთვლი, რომ სამეცნიერო პიკნიკი დიდ წვლილს შეიტანს  მეცნიერების პოპულარიზაციაში. ყველაზე მეტი დამთვალიერებლები არიან სკოლის მოსწავლეები და ისინი თვალნათლივ ხედავენ, რომ თურმე ეს მეცნიერება არ ყოფილა რთული და მიუღწეველი. 

-რა ფორმატში გაიმართა ღონისძიება?

— ღონისძიების ფორმატი ყოველ წელს ერთი და იგივეა. ვაკის პარკში განლაგებულ  კარვებში  სხვადასხვა მიმართულებებმა წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები და შოუები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ქიმიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის და სხვა სფეროებიდან.  განსაკუთრებით საინტერესო იყო ექსპერიმენტები და  სანახაობები, რომელიც სცენაზე დაიდგა. ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო პიკნიკისთვის სპეციალურად დაიდგა  სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა ასევე დაეთმო „ექსპერიმენტორიუმს“, რომელმაც სახალისო და საინტერესო შოუ პროგრამა წარმოადგინა. მოეწყო სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერებმა საინტერესო თემებზე წაიკითხეს ლექციები.

© FB / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

- ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში?

— მონაწილეები შეირჩა კონკურსის საშუალებით. ნებისმიერ მსურველს, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, ან უნივერსიტეტები შეეძლოთ დარეგისტრირება. წელს მონაწილეობას იღებდნენ როგორც უნივერსიტეტები, ისე  საზღვარგარეთის ჯგუფები. ასევე  სკოლები სხვადასხვა რეგიონებიდან. შეირჩა ის ჯგუფები, რომლებსაც  კარგი პროგრამა ქონდა წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ადამიანს მივცეთ საშუალება სცადონ ბედი.

© FB / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

- წინა წლებთან შედარებით წელს რა ცვლილებები და სიახლეები იყო?

— წინა წლებთან შედარებით წელს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ძალიან ბევრი სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. ძალიან საინტერესო შოუები ქონდათ წარმოდგენილი. სიახლე იყო სტარტაპერების, ასევე სამეცნიერო კაფის ზონა. 

- რამდენად უსაფრთხო იყო ის ცდები, რომლებიც ჩატარდა?

— კარვების წარმომადგენლების შესარჩევ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ცდა უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად უსაფრთხო და ყველა ადამიანი უნდა ყოფილიყო დაცული. ამ კრიტერიუმზე ყველა მონაწილე დათანხმდა. ასე, რომ ეს ცდები სრულიად უსაფრთხო იყო ადამიანებისთვის. 

© FB / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauniილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ვაკის პარკში

- ვინ იყვნენ მოწვეული სტუმრები, ვინც ღონისძიებას დაესწრნენ? 

— მოწვეული სტუმრები იყვნენ პოლონეთიდან, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრიდან, ასევე ამერიკის უნივერსიტეტების წარომადგენლები, რომლებმაც მათემატიკის კარვებში წარმოადგინეს სამაგიდო თამაშები. მათი დახმარებით და ჩვენი მონაწილეების ძალისხმევით ღონისძიება ხალისიან და საინტერესო გარემოში წარიმართა.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0