თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე სატვირთო ავტომობილი საგზაო სამუშაოებისთვის გათხრილ ორმოში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2" (Rustavi 2).
საკომუნიკაციო მილების შესაცვლელად გათხრილ ორმოსთან მიწა მოწყდა და კომპანია "ინსის" კუთვნილი ავტომანქანა ჩაიტანა.
მომხდარის დროს სატვირთოში მძღოლი არ იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ორბელიანის მოედანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე ტრანსპორტი შეზღუდულად იმოძრავებს.