თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. შაბათს დემოკრატიული რესპუბლიკა კონგოს დედაქალაქ კინშასას ერთ-ერთ რაიონში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 10 ადამიანი, იუწყება Риа Новости ადგილობრივ რადიოსადგურ Radio Okapi-ზე დაყრდნობით.
„ჟორჟ ტაბორას" საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ეკოპაჟის წვრებიდან ვერავინ გადარჩა. წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტერიტორიაზე არავინ დაღუპულა.
რადიოსადგურის მონაცემებით, თვითმფრინავი კინშასას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.