ფეხბურთის ვარსკვლავებმა ბორჯომის ტყის აღსადგენად თბილისში მატჩი ჩაატარეს

© photo: Sputnik / STRINGERმსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი
მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში თავი გამოიჩინეს ფრანჩესკო ტოტიმ, პაოლო მალდინიმ, სებასტიან ფრეიმ და ლუკა ტონიმ.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავებმა თბილისში საქველმოქლედო მატჩი ჩაატარეს, რომელშიც მსოფლიო ნაკრებმა WORLD XI საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაკრებს GFF XI ანგარიშით 6:5 მოუგო.

„დინამო არენას" ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა საკუთარი თვალით ნახა ის სახელოვანი ფეხბურთელები, რომლებსაც თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ეროვნული პირველობები აქვთ მოგებული.

რა თქმა უნდა, ძველებური სისწრაფე აღარ იყო, მაგრამ ფეხბურთელთა ოსტატობა და უმაღლესი კლასი არ გამქრალა: თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ დუბლი გააფორმა, პაოლო მალდინი ისევ ისეთი ძლიერი იყო დაცვაში.

© photo: Sputnik / STRINGERმსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი
Матч звезд мирового футбола - Sputnik საქართველო
მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი

მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო "რომას" ყოფილი კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ამ გაზაფხულზე კარიერის დასრულების შემდეგ მოედანზე პირველად გავიდა. რამდენიმე ეპიზოდში ტოტიმ ვირტუოზული ტექნიკა აჩვენა და მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია. "რომის" იმპერატორმა 30 მეტრიდან უძლიერესი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება თავად მატჩს, პირველ ტაიმში WORLD XI უპირობო უპირატესობას ფლობდა და 4 გოლი გაიტანა. გოლები გაიტანეს ლუკა ტონიმ (ორჯერ), მიჩელ სალგადომ და რივალდომ. ამ ოთხ გოლს GFF XI-მა ალექსანდრე იაშვილის გოლით უპასუხა.

© photo: Sputnik / STRINGERმსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი
Матч звезд мирового футбола - Sputnik საქართველო
მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი

შეხევდრის მეორე ნახევარში GFF XI-ის ფეხბურთელებიც გააქტიურდნენ. კაფუმ, კევინ კურანიმ, გიორგი დემეტრაძემ და ანდრეი შევჩენკომ მეტოქის კარში გოლები გაიტანეს.

თუმცა ანგარიშით 5:5 მატჩი არ დასრულებულა. საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გამარჯვების გოლი WORLD XI-ის სასარგებლოდ მარკო დელვეკიომ გაიტანა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ გაიმარჯვა მეგობრობამ.

© photo: Sputnik / STRINGERმსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი
Матч звезд мирового футбола - Sputnik საქართველო
მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი

მატჩში მონაწილეობდა თბილისის მერობის კანდიდატი, „მილანის" და „ჯენოას" ყოფილი მოთამაშე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

© photo: Sputnik / STRINGERმსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი
Матч звезд мирового футбола - Sputnik საქართველო
მსოფლიო ფეხბურთის ვასკვლავების მატჩი

„საქველმოქმედო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას, 300 343 ლარს, 2 სექტემბერის მატჩის, საქართველო — ირლანდიის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული 102 871 ლარი დაემატა და ბორჯომის ტყის რეაბილიტაციის ფონდში საერთო ჯამში 403,214 ლარი გადაირიცხება", — განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში.

ყველა ახალი ამბავი
0