2-8 ოქტომბერს სასწორის ნიშნის პერიოდი დგება. მზე, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციების პლანეტა მერკური სასწორის ნიშანში იმყოფება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად სასწორი მართავს ჩვენს მატერიალურ სამყაროს და მას, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები აქვს.
რას მოითხოვს ჩვენგან სასწორის ნიშანი?
სასწორის ეს ტენდენციები მინიმუმ 23 ოქტომბრამდე იქნება ძალაში. ამ პერიოდში არ შეიძლება საკუთარი მოვალეობების უგულებელყოფა, მაგალითად ჩხუბი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. სასწორი მშვიდობისმოყვარე ნიშანია და ჩხუბი არ უყვარს. ამიტომ კონფლიქტი მას საშინლად აღიზიანებს. ვინც კონფლიქტს წამოიწყებს, ის წააგებს — განსაკუთრებით ამ კვირაში და ზოგადად, 23 ოქტომბრამდე.
ხელმძღვანელობა საკმაოდ კეთილგანწყობილი იქნება. კონკურენტები და მოშურნეებიც კი შედარებით მიყუჩდებიან. ასე რომ, აქ არანაირი ინტრიგა და სხვა უსიამოვნება არ უნდა იყოს.
რა არის ამ პერიოდის სირთულე?
ამ კვირაში კიდევ შენარჩუნებულია რაღაც ნეგატიური ტენდენციები, გამოძახილი იმისა, რომ დედამიწა ჯერ კიდევ ნეგატიურ ენერგოზოლშია, საიდანაც გამოსვლასა და დადებით ზონაში გადასვლას ახლა იწყებს.
უკვე 9 ოქტომბრიდან ყველა უკეთ იგრძნობს თავს. ვითარება უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ბიზნესის გაფართოების, ისე ახალი საქმეების წამოწყების ან რაიმე ინვესტიციების განხორციელებისთვის.
მაგრამ ამ კვირის გატარება სიფრთხილით გვმართებს, რადგან შედეგის სწრაფად მიღწევის სურვილმა შეიძლება მოულოდნელ პრობლემებს გადაგვყაროს. ხოლო ძლიერი მთვარის ზედმეტად მძლავრი ენერგეტიკა (თან სავსემთვარეობა 5 ოქტომბერსაა), ადამიანებს დაუფიქრებელი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.
ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები და გეგმები სჯობს, 8 ოქტომბრის შემდეგ გადავდოთ, როდესაც მეტი პოზიტიური შესაძლებლობა გაჩნდება წარმატებული მოლაპარაკებებისთვის. გლობალური კატასტროფებისა და ავარიების ალბათობა არ არის.
რას იგრძნობენ ადამიანები?
8 ოქტომბრიდან ადამიანები თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ, იქნებიან შემოქმედებითად განწყობილი, გახსნილები ახალი პერსპექტივებისთვის. ანუ ეს ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. მანამდე კი მეტი სიფრთხილეა საჭირო.
რაც შეეხება ფინანსებს, აქ ყველაფერი ადამიანებზე იქნება დამოკიდებული, თანა არა იმდენად მათ შრომისმოყვარეობაზე, რამდენადაც თითოეული ადამიანის შემოქმედებით უნარზე. გარდა ამისა, არასტანდარტული დამოკიდებულება, ფანტაზია, ინიციატივა დაეხმარება მათ საკუთარი თავის წარმოჩენასა და კარგი თანხის გამომუშავებაში.
ურთიერთობები პარტნიორებს შორის მეტ-ნაკლებად კარგად აეწყობა. სახლში გამეფდება სიყვარული, ჰარმონია, ურთიერთგაგება, ბავშვები დიდ საფიქრალს არ გაუჩენენ მშობლებს, არამედ პირიქით — გაახარებენ.
შესაძლებელია, ცოტა ჯანმრთელობამ გვიღალატოს, გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები ან ახალი გაჩნდეს, რომ არაფერი ვთქვათ შემოდგომისთვის დამახასიათებელ გაციებაზე მით უფრო, რომ ახლა ტემპერატურა მკვეთრად ეცემა.
რა მოიტანს სარგებელს და არა?
ფორმის შენარჩუნებისთვის 23 ოქტომბრამდე მეტი დრო უნდა გაატაროთ სუფთა ჰაერზე. ვარჯიში, შეძლებისდაგვარად, თუ ამინდი იქნება, სასურველია ჰაერზე, პარკში ან სკვერში. ასევე სასარგებლოა სირბილი, სუნთქვითი სავარჯიშოები. მაგრამ ორგანიზმზე ძალადობა არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა იყოს.
რაც შეეხება კვებას სასწორის პერიოდში — ეს მწარე საკვების დროა, ასე რომ, მოიმარაგეთ კერძები წიწაკით, აჯიკით, მდოგვით… სასარგებლოა თევზი, ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. სხვათა შორის, ძალიან სასარგებლოა ატამი. 23 ოქტომბრამდე უარი უნდა თქვათ კომბოსტოს მწნილზე, ფრინველის ხორცზე, კაკალსა და მზესუმზირაზე. ამ პერიოდში ეს პროდუქტები ორგანიზმს არ წაადგება.
ვინც მოგზაურობას გეგმავს, ახლა მშვენიერი დროა ავსტრალიაში, იაპონიაში, კურილიის კუნძულებზე და ამურის სანაპიროებზე სამოგზაუროდ. არ გირჩევთ ტასმანიის კუნძულთან და ახალ ზელანდიასთან ახლოს მისვლას, იქ სერიოზული პრობლემები იქნება. სხვა ქვეყნებში — მეტ-ნაკლებად არაფერი მოხდება.
რა არის კვირის მთავარი ამოცანა?
ამ კვირის და 23 ოქტომბრამდე, ანუ სასწორის მთელ პერიოდში მთავარი ამოცანაა ნათესაური კავშირების გამტკიცება. თუ დიდი ხანია, არ გინახავთ მშობლები ან ნათესავები, აუცილებლად გამოძებნეთ დრო მათ სანახავად; ტელეფონით მაინც მოიკითხეთ. თუ ვინმე ახლობელთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, აუცილებლად გადადგით შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი. ახლა ძალზე მნიშვნელოვანია კონტაქტები შორეულ ნათესავებთან, ნათესაობის ისტორიის აღდგენა და საკუთარი თავის დიდი ოჯახის წევრად აღქმა. ეს მოგმატებთ ძალას და დიდი ხნის განმავლობაში ძლიერად დაგიცავთ.