მკალავიშვილი: ახლის შექმნის სურვილი რომ მიჩნდება, მოსვენებას ვკარგავ
„დილის შვიდ საათზე გავაღვიძე მეუღლე და ვუთხარი, რომ ახალი ჩანთის დიზაინი მოვიფიქრე, რისთვისაც მჭირდება ახალი მასალები. ამის შემდეგ წავედით ველოსიპედით სასეირნოდ, რადგან ვეღარ ვიძინებდი. ახლის შექმნის სურვილი რომ გამიჩნდა, მოსვენება დავკარგე“, – ამბობს ციალა მკალავიშვილი.
ერთი შეხედვით, ხე უცნაური და განსხვავებული მასალაა ჩანთის დასამზადებლად, თუმცა ციალა მკალავიშვილმა შეძლო და ხისგან ულამაზესი, დახვეწილი და განსხვავებული ჩანთების კოლექცია შექმნა. ქალბატონი ციალა 15 წელია დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. წლების წინ ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა, შემდეგ ჩანთების შექმნა დაიწყო.