ვასილ ბესელია: ჩემ ლექსებზე ამბობენ, რომ ძალიან წრფელია

© FB / Tamo Jafarizeვასილ ბესელია
ვასილ ბესელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვასილ ბესელია იხსენებს იმ დროს, როცა დაიწყო ლექსების წერა და შემდეგ 20-წლიანი პაუზა ჰქონდა. ამბობს, რომ არ ახსოვს პაუზის მიზეზი რა იყო, სამაგიეროდ იცის რატომ განაახლა და ამის მიზეზი, მისი თქმით, ერთი კონკრეტული პიროვნებაა.
ვასილ ბესელია: ჩემ ლექსებზე ამბობენ, რომ ძალიან წრფელია

„თუ რაიმე წარმატებები მაქვს, ამაში დიდია პაატა ნაცვლიშვილის დამსახურება“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ვასილ ბესელიამ.

ვასილ ბესელია განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია, დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მისი ლექსები წლების მანძილზე იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. 1992 წელს ტარიელ ჭანტურიასა და გივი გეგეჭკორის რეკომენდაციით ის მწერალთა კავშირში მიიღეს. გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული. სულ ახლახან ლიტერატურულ კონკურსში „მოდი ნახე” მისმა ლექსმა „ელვა შეგფენია თმაში“ პირველი ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0