„იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული და, აქედან გამომდინარე, პარლამენტი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას მის წინაშე. ამ სამსახურს განსაკუთრებული როლი ეკისრება ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში და, შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან მას სრული მხარდაჭერა ექნება", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების შესახებ რეგიონული კონფერენციის ორგანიზატორია „საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური“, ხოლო მხარდამჭერები არიან ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“, ევროკავშირი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებენ.