ბასილაშვილმა ჩინეთის ტურნირზე წააგო

© FB / Chengdu Openნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წაგების მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა 17 500 დოლარი გამოიმუშავა

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (59) ჩინეთის ქალაქ ჩენდუში АТР 250-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

მერვედფინალში ქართველმა სპორტსმენმა 19 წლის ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (94) სამ სეტში დაუთმო — 3:6, 6:3, 1:6. მატჩი საათნახევარს გაგრძელდა.

შეხვედრის დაწყებისთანავე ფრიტცმა სწრაფი თამაში დაიწყო და ბასილაშვილი ხშირად ვერ ასწრებდა რეაგირებას. ქართველი ბევრ არაიძულებით შეცდომას უშვებდა და საკუთარ ჩაწოდებაზე ყოველთვის დამაჯერებლად ვერ მოქმედებდა. ამერიკელმა ორი ბრეიკი გააკეთა და პარტია კანონზომიერად მოიგო — 6:3.

მეორე სეტი ბასილაშვილმა კონცენტრირება შეძლო და მის სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 ამერიკელის ჩაწოდება აიღო.

თუმცა, გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი დაიბნა. ფრიტცმა მას ყველა კომპონენტში აჯობა. საკუთარი მეორე ჩაწოდების შემდეგ ამერიკელმა ბურთების 75% მოიგო, ბასილასვილის ამ მაჩვენებელმა კი მხოლოდ 29% შეადგინა.

ტურნირზე ასპარეზობამ ბასილაშვილს 20 სარეიტინგო ქულა და 17 500 დოლარი მოუტანა.

ნახევარფინალში გასვლაზე ფრიტცი არგენტინელ გუიდო პელას (72) დაუპირისპირდება, რომელმაც მსოფლიო ნიმერ მეშვიდე ჩოგბურთელს, ავსტრიელ დომინიკ ტიმს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 7:6 საკმაოდ მოულოდნელად მოუგო.

საჩოგბურთო ტურნირი ჩენდუში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდი მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვია.

ყველა ახალი ამბავი
0