თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება "თელასი" იუწყება, რომ 27 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 VI, VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, სამგორის I დასახლების, კალოუბნის, ჯავახეთის და შუამთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV მიკრორაინის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ფერიცვალების, ურბნისის, დუტუ მეგრელის, ჩეხოვის, ისნის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, შანდორ პეტეფის და მანდელშტამის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნის, ამაღლების, მარო მაყაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის და გიზო ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძნის ჩიხის, ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის, ბერძნის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ზურაბ ჟვანიას მოედნის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, გაგარინის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის ჩიხის, ლიბანის შესახვევის, ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.