ქართველი მოჭადრაკე ინგლისის ტურნირზე სენსაციის ავტორი გახდა

© courtesy of Chess.com / John Saundersქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი და ხოუ იფანი ჩინეთიდან
ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი და ხოუ იფანი ჩინეთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბაციაშვილმა უძლიერეს მოჭადრაკეს, ჩინელ ხოუ იფანს მოუგო და ესპანელ ფრანცისკო ვალიეხოსთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში კუნძულ მენზე მიმდინარეობს, ხმაურიანი სენსაციის ავტორი გახდა.

მესამე ტურში ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით თამაშისას ფიდეს ქალთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, ჩინელ ხოუ იფანს მოუგო, შემდეგ კი ყაიმით დაასრულა მეოთხე ტური ესპანელ მოჭადრაკე ფრანცისკო ვალიეხოსთან, რომელიც ფიდეს მამაკაცთა რეიტინგში 34-ე პოზიციას იკავებს.

თავად ბაციაშვილი ფიდეს ქალთა რეიტინგის 21-ე პოზიციას იკავებს.

ოთხი ჩატარებული ტურის შემდეგ ბაციაშვილის აქტივში სამი ქულაა, ამ მაჩვენებლით ის 34-ე ადგილს იკავებს. ტურნირის ლიდერია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი.

კუნძულ მენზე ტურნირი შვეიცარიული სისტემით 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ტარდება და ცხრა ტურიდან შედგება. შეჯიბრებაში 159 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0