ლევონ არონიანმა თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასი მოიგო

© Sputnik / Alexander Imedashviliდიდოსტატი ლევონ არონიანი
დიდოსტატი ლევონ არონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევონ არონიანმა ჭადრაკში მსოფლიო თასი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სომეხი დიდოსტატი ლევონ არონიანი თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

ფინალურ შეხვედრაში არონიანმა, რომელიც ფიდეს მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, ტაი-ბრეიკზე ჩინელ დინ ლიჟენს (13) მოუგო.

ფინალის პირველი ოთხი კლასიკური პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო ტაი-ბრეიკზე არონიანმა პირველი პარტია თეთრებით, ხოლო მეორე — შავებით მოიგო.

© Sputnik / Alexander Imedashviliდიდოსტატი ლევონ არონიანი
Гроссмейстер Левон Аронян - Sputnik საქართველო
დიდოსტატი ლევონ არონიანი

თბილისის მსოფლიო თასის ორივე ფინალისტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ტურნირი 2018 წლის 10-28 მარტს ბერლინში ჩატარდება. ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: სერგეი კარიაკინი, როგორც საჭადრაკო გვირგვინისთვის გასული მატჩის მონაწილე, ფიდეს უმაღლესი რეიტინგის მქონე ორი მოთამაშე, 2017 წლის გრან-პრის სერიის ორი საუკეთესო მოჭადრაკე და კიდევ ერთი დიდოსტატი, რომელიც ორგანიზატორების სპეციალურ მიწვევას მიიღებს.

თბილისში ჩატარებული მსოფლიო თასის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 1 მილიონ 600 000 დოლარს შეადგენდა, საიდანაც არონიანი 120 000 მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0