„დაქირავებული მკვლელი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის კინოთეატრი
თბილისის კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

შეშლილი პროფესიონალი ქილერი, თეთრი სახლის ნგრევა და ახალი ქართული დრამა მტკივნეულ თემაზე — Sputnik-საქართველო განაგრძობს კინოსიახლების ტრადიციულ მიმოხილვას.

28 სექტემბრიდან თ ბილისის კონოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:

„ამერიკელი მკვლელი“ (American Assassin) — რეჟისორ მაიკლ კუსტას თრილერი, რომელიც ვინს ფლინის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლებში დილან ო'ბრაიენი, მაიკლ კიტონი, სენა ლატანი, შივა ნეგარი და ტეილორ კიჩი მონაწილეობენ.

საინტერესო ფაქტები:

  • 2012 წელს ბრიუს უილისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა ფილმში სტენ ჰერლის როლი შეესრულებინა. თუმცა საბოლოოდ როლი მაიკლ კიტონს ხვდა წილად.
  • ფილმის გადაღებები 2016 წლის სექტემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა ლონდონში, რომში, ფხუკეტზე, ბირმინჰემსა და ვალეტაში.

„უოტერგეიტი. თეთრი სახლის დაცემა“ (Mark Felt: The Man Who Brought Down the White House) — ამერიკელი რეჟისორის, პიტერ ლანდესმანის ბიოგრაფიული თრილერი მზვერავებზე. მთავარ როლს ფილმში ლიამ ნისონი თამაშობს. სურათი 1974 წელს მომხდარ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა შედეგად.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ — რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსას ქართული დრამა, რომლის მთავარი გმირიც ქართული ენისა და ლიტერატურის 52 წლის მასწავლებელი მარინა მხეიძე გახლავთ (ფილმში მას მსახიობი ია შუღლიაშვილი ასახიერებს), რომელიც ერთ დღეს მოულოდნელად გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და წავიდეს ოჯახიდან.

საინტერესო ფაქტი:

  • ეს ფილმი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. მანამდე მათ „გრძელი ნათელი დღეები“ გადაიღეს ერთად, რომელსაც ფართო საერთაშორისო წარმატება ერგო წილად.

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ასევე გადის: ბოევიკი „Kingsman: ოქროს რგოლი“, ამერიკულ-დანიური კომპიუტერული ანიმაცია „ლეგო, ნინძიაგო ფილმი“ და „ტეხასური მკვლელობა ბენზოხერხით“.

  • გარდა ამისა, თბილისის კონოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ:
  • დარენ არონოფსკის საშინელებათა ფილმი „დედა“,
  • ელდარ შენგელაიას ახალი კომედია „სავარძელი“,
  • ამერიკული საშინელებათა ფილმი „ის“,
  • კომედია „ლოგანის წარმატება“,
  • დრამატული კომედია „სტუმრად ელისთან“,
  • ფრანგული რომანტიკული კომედია „საქმრო ორისათვის“
  • კომედიური ბოევიკი „ქილერის მცველი“.

თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის: "რეალური ციყვი 2" და ამერიკული კომედიური ანიმაცია "ემოჯი ფილმი".

ყველა ახალი ამბავი
0