გეგიძე: გაჩნდა იდეა, რომ ქართული ანბანის მოტივებზე შეგვექმნა გარკვეული პროდუქტი

© courtecy by David Chalidzeქეთი გეგიძე და თემუკა ლეჟავა
ქეთი გეგიძე და თემუკა ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრენდ „ანბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი გეგიძე საუბრობს, როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა.

გეგიძე: გაჩნდა იდეა, რომ ქართული ანბანის მოტივებზე შეგვექმნა გარკვეული პროდუქტი
„ანბანის“ შექმნის იდეა ჩემს დეიდაშვილს თემუკა ლეჟავას ეკუთვნის. იგი 26 წელი იაპონიაში ცხოვრობდა. სულ ერთი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა. იაპონიაში ცხოვრების დროს ხედავდა, რომ იქ ძალიან ბევრი სუვენირი იყო, რომელიც მათ კულტურას უსვამდა ხაზს. რადგან ქართული ანბანი არის უნიკალური, როცა საქართველოში ჩამოვიდა, გაუჩნდა იდეა, რომ ქართული ანბანის მოტივებზე შეექმნა გარკვეული პროდუქტი“, — ამბობს გეგიძე.

ბრენდი „ანბანი“ ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა, რომელიც მაისურებს და სხვადასხვა აქსესუარებს აერთიანებს. მაისურები ქართულ მოტივებზეა შექმნილი და ზედ ქართული ანბანის როგორც ძველი, ისე თანამედროვე ასოებია გამოსახული.

 

ყველა ახალი ამბავი
0