პეტროვ-ძნელაძე: ამ ტერიტორიაზე თერმული წყლებია, ამან განაპირობა იდეის დაბადება
„დიდხანს ვცხოვრობდი საზღვარგარეთ. როცა დავბრუნდი საქართველოში, ჩემს მშობლებს ქონდათ სათბური. ამ ტერიტორიაზე თერმული წყლებია. სწორედ ამან გადააწყვეტინა ჩემს მშობლებს აეშენებინათ სათბური, სადაც ბიო პროდუქტს მოიყვანდნენ“, ამბობს ქალბატონი ნინა.
ფერმერი ნინა პერტოვა-ძნელაძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მაშინ ინტერიერის დიზაინში მოღვაწეობდა. საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გულმოდგინედ ეძებდა ადგილს, სადაც ბიო პროდუქტს შეიძენდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ თავად გადაწყვიტა გიო პროდუქტის წარმოება.