თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში პარასკევს, 29 სექტემბერს არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ღამით ბათუმში იწვიმებს. მზის ამოსვლა — 07:07 საათზე.
დილისათვის შედარებით გამოიდარებს. დღის განმავლობაში უმეტესად ნათელი ამინდი იქნება, თუმცა მცირე ნალექი შენარჩუნდება.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა — 16 გრადუსი სითბო, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა — პლუს 20 გრადუსი.
მზის ჩასვლა — 18:59 საათზე.