თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსი ელოდება ტურისტებს თბილისის ისტორიულ ცენტრში
ტაქსი ელოდება ტურისტებს თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობა ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე შეიზღუდება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ტრანსპორტის მოძრაობა ძველი თბილისის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩაზე შეიზღუდება 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეზღუდვები წესდება ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ტრანპორტის მოძრაობა ამ მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე შეიზღუდება.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0