27 სექტემბერს ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2017 წლის დღესასწაულის დევიზი მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ გამოაცხადა: მდგრადი ტურიზმი — განვითარების ინსტრუმენტი. ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან ისაუბრებენ ტურიზმის განვითარების განსაკუთრებულობებზე თავიანთ ქვეყნებში.
საქართველო აქტიურად ავითარებს ტურისტულ დარგს, ეძებს ტურისტების მოზიდვის ახალ გზებს, ვითარდება ახალი მიმართულებები. ქვეყანაში მუშაობს ტურიზმის განვითრების ფონდი, რომლის ძირითადი ამოცანაა ახალი ცენტრების შექმნა ტურისტებისა და დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდავად ქვეყნის ეკონომიკურად შედარებით განვითარებულ რეგიონებში.
ექსპერტები საქართველოდან, ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან წარმოადგენენ თავიანთ პროგნოზებს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა ტურისტული მომსახურების ბაზარზე ერთობლივი მუშაობის გეგმები, ტურისტული კომპანიების მუშაობის თავისებურებანი, საინტერესო წინადადებები ტურისტებისთვის დსთ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და სხვა.
მონაწილეები:
თბილისში:
— კომპანია Georgia Destination Management-ის დირექტორი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში თამარ ჩხეიძე.
კიშინიოვში:
— მოლდოვის გიდების, ექსკურსიამძღოლებისა და თარჯიმნების ასოციაციის თავმჯდომარე ნინა ბერეი.
მინსკში:
— ტურისტული ინდუსტრიის რესპუბლიკური კავშირის სამმართველოს თავმჯდომარე ფილიპ გული.
ბაქოში:
— ტურიზმის განვითარების საკითხებში ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ფუად ნაგიევი;
— პრეს-მდივანი კენან გულუზადე;
— მარკეტინგის მენეჯერი ჯამილია თალიბაძე.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.