თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეები თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში იმყოფებიან, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ქართველი მესაზღვრე. ორივე თბილისში გადმოიყვანეს. ერთ დაშავებულს სხეულის 27-30%-ის დამწვრობა, ხოლო მეორეს — 45-50% დამწვრობა აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მონაცემებით, მესაზღვრეებს სასუნთქი გზები დაუზიანდათ და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ერთი 26, ხოლო მეორე 44 წლისაა.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.
"ეს ყოფითი ტიპის აფეთქებაა და სამწუხაროდ, ახალგაზრდა მესაზღვრე დაიღუპა", — განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით.