ქართველი ამომრჩეველი წინასაარჩევნო კამპანიას ტელევიზიით აკვირდება

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში
მრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მედიაექსპერტებმა საქართველოში წინასაარჩევნო ვიტარება და მედიაში მისი გაშუქება განიხილეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას ტელევიზიას ანიჭებს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების წინ ის მოქალაქეებისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს, მიიჩნევენ ქართველი მედიაექსპერტები. თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე "ქართული მასმედია ადგილობრივი არჩევნების წინ".

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ უფროსი თაობა საინფორმაციო გამოშვებებს სხვადასხვა ქართულ ტელეარხებზე უყურებს და ინტერნეტით ნაკლებად სარგებლობს.

"ამჟამად მედიის ინტერნეტ-სივრცე უფრო თავისუფალია, ვიდრე მანამდე იყო, გასულ არჩევნებთან შედარებითაც კი. მედია-სფერო უფრო თავისუფალი გახდა. უფროსი თაობისთვის ინფორმაციის მიღება ტელევიზიით უფრო კომფორტულია, კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას ასე უფრო თვალსაჩინოდ აკვირდებიან", — განაცხადა მრგვალ მაგიდაზე სააგენტო NewsPress–ის მთავარმა რედაქტორმა ალეკო ჩუბინიძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliსააგენტო NewsPress–ის მთავარმა რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე
главный редактор агентства NewsPress Алеко Чубинидзе - Sputnik საქართველო
სააგენტო NewsPress–ის მთავარმა რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე

მედიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია — არსებულ პარტიებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. სააგენტო News Day Georgia–ს დირექტორის, ავთანდილ ოთინაშვილის აზრით, საქართველოს მოსახლეობა დასავლურთან შედარებით მეტად პოლიტიზებულია.

"ქვეყანაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს ამომრჩეველი. ჩვენი საზოგადეობა ლამაზი დაპირებებით იხიბლება. ამ დროს მედიამ დემოკრატიულად უნდა იმუშაოს და არსებული ინფორმაცია სწორად მიაწოდოს", — აღნიშნა ოთინაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliსააგენტო News Day Georgia–ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი
главный редактор агентства NewsDay Автандил Отинашвили - Sputnik საქართველო
სააგენტო News Day Georgia–ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში არსებობს ტელეარხები, რომლებიც კონკრეტული კანდიდატების რეკლამით არიან დაკავებულნი.

"არსებობს ტელეარხები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას, კონკრეტულ კანდიდატებს პროპაგანდას უწევენ და მთავრობის პიარზე მუშაობენ", — განაცხადა მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა.

© Sputnik / Levan Avlabreliმედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი
президент медиахолдинга Georgian Times Малхаз Гулашвили - Sputnik საქართველო
მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი

ექსპერტთა აზრით, საერთო ჯამში საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად, რაიმე კატაკლიზმების გარეშე მიმდინარეობს. ყველა მედიასაშუალება მოსახლეობას კანდიდატების საარჩევნო კამპანიის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0