პანდა სიან-სიანი: პატარა დათვს სახელი ასობით ათასი ვარიანტიდან შეურჩიეს

გამოწერა

ტოკიოს ზოოპარკში პატარა პანდას სიან-სიანი დაარქვეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ყველაზე იშვიათი ჯიშის დათვის ბელი.

დათვის სახელი, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "არომატი", 320 ათასზე მეტი ვარიანტიდან შეარჩიეს და ჩინეთის ხელისუფლებისგან თანხმობაც მიიღეს.

სიან-სიანი 12 ივნისს დაიბადა, მას უკვე კბილებიც ამოსდის. ახლა პატარა პანდა დაახლოებით ექვს კილოგრამს იწონის — ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი თვის წინ.

ყველა ახალი ამბავი
0