პალესტინელმა ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა

© REUTERS / Ibraheem Abu Mustafaპალესტინელი ისვრის ქვას ისრაელის ჯარისკაცების მისამართით
პალესტინელი ისვრის ქვას ისრაელის ჯარისკაცების მისამართით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ებრაულ დასახლებაში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაჭრილია, სამი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებაში შესვლისას პალესტინელმა ბოევიკმა ცეცხლი გახსნა და ისრაელის სამი მოქალაქე მოკლა, იუწყება РИА Новости.

პალესტინელი ცდილობდა იერუსალიმიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტ ჰარ-ადარში შეღწევას, მაგრამ დაცვის ეჭვი გამოიწვია, რომელმაც მას გაჩერება უბრძანა.

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი - Sputnik საქართველო
ნიკი ჰეილი: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის წყენინებას არ დაუშვებს

პალესტინელმა პისტოლეტი ამოიღო და ახლო მანძილიდან სასაზღვრო პოლიციის მებრძოლების მისამართით ცეცხლი გახსნა.

მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და პალესტინელის ნეიტრალიზება მოახდინეს.

ურთიერთსროლის შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი, სამი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, განაცხადეს პოლიციაში.

თავდამსხმელი მეზობელი არაბული სოფელ ბეით-სურიკის 37 წლის მცხოვრები აღმოჩნდა. მას ისრაელის ობიექტებზე მუშაობის ნებართვა ჰქონდა.

დასახლებულ პუნქტ ჰარ-ადარში მომხდარმა თავდასხმამ სიმშვიდის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი შეწყვიტა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ეპიზოდი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0