აფბა საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობას შეისწავლის
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ გეგმავს შეისწავლოს საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა და, შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდოს რეალური სურათი, თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზნობრივად იხარჯება სახსრები, რომელსაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქე შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად გაიღებს“, – განუცხადა აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა ანდრია გვიდიანმა ჟურნალისტებს
საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყველა საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს წინა წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტაცია. აფბა საკუთარი რესურსების მობილიზების ხარჯზე უზრუნველყოფს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის ანგარიშების ანალიზს.