თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ბოლნისის რაიონის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, იუწყება სააგენტო Новости-Грузия ბოლნისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელზე ლელა გოგმაჩაძეზე დაყრდნობით.
კარანტინის მიზეზი ენტეროვირუსი და ნაწლავური ინფექცია გახდა, რომელიც საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა 15 სექტემბერს დაფიქსირდა, მოგვიანებით კი ბოლნისის თითქმის 12-ვე ბაღში.
„ჩვენ ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ, რის გამოც ყველა ბაღი ერთი კვირის განმავლობაში დაიხურება და სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი, 2 ოქტომბერს განახლდება“, — განაცხადა გოგმაჩაძემ.
დირექტორის თქმით, ინფიცირების 80 შემთხვევა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს შორის დაფიქსირდა, 20 შემთხვევა კი იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც საბავშვო ბაღებთან შეხება არ აქვთ.
ბოლნისის რაიონის საბავშვო ბაღებში 1300 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.