თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 სექტემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის და ლერმონტოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შალვა მშველიძის, ბოდბის, შავსოფლის, იალბუზის, არბოშიკის, ლუსინიანის, 300 არაგველის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ქერჩის, ხიზაბავრის, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.