ნიკოლოზ სირაძე: ხანძრის დარჩენილი კერების წყლით დამუშავება იგეგმება

გამოწერა
დაბა წაღვერის მახლობლად ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სირაძემ.
ნიკოლოზ სირაძე: ხანძრის დარჩენილი კერების წყლით დამუშავება იგეგმება

„ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 550 თანამშრომელი. გაჭრილია გზები, რამაც სახანძრო ტექნიკის უშუალოდ კერებამდე მიყვანის საშუალება მოგვცა. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები ხანძრის კერებთან იმყოფებოდნენ, გართულებას ადგილი არა აქვს", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ სირაძის თქმით, დღის განმავლობაში ხანძრის დარჩენილი კერების წყლით დამუშავება იგეგმება. შსს-ს ცნობით, დღეს ხანძრის ქრობის პროცესში 5 საჰაერო ტექნიკა — საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი ჩაერთვება. წაღვერის ტყეში 22 სექტემბერს დაწყებულმა ხანძარმა უკვე 4 ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0