მრგვალი მაგიდა: ქართული მასმედია ადგილობრივი არჩევნების წინ

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში სამშაბათს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე "ქართული მასმედია ადგილობრივი არჩევნების წინ".

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მოქალაქეები აირჩევენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.

როგორ აშუქებს ქართული მასმედია წინასაარჩევნო კამპანიას? რამდენად ობიექტურია მასმედია არჩევნებისა და მისი მონაწილეების მიმართ? როგორია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი საზოგადოებრივი აზრის, ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ სიმპათიის ან ანტიპათიის ჩამოყალიბებაში? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

– მედიაჰოლდინგ Georgian Times–ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი;

– სააგენტო News Day Georgia–ს დირექტორი ავთანდილ ოთინაშვილი;

– პუბლიცისტი მერაბ ხაჩიძე;

– სააგენტო NewsPress–ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0